00:59 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-12 15:31:09, 2120 ნახვა

საზოგადოება
„კრამერი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდეს“ – „პატრიოტთა ალიანსმა“ საგარეო სამინისტროსთან აქცია გამართა

„პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათი მთავარი მოთხოვნა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებაა.

ამასთან, ისინი ითხოვენ, რომ კრამერის ქცევა არაეთიკურად შეფასდეს.

„აქ იმართება ახალგაზრდული აქცია „პატრიოტთა ალიანსის“. მე შევუერთდი, როგორც ერთ-ერთი ლიდერი. ჩვენ და ზოგადად, საზოგადოება ითხოვს, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს პირველი დიპლომატის საქართველოსი, რომელსაც ეს საკითხი არ შეუფასებია. ჩვენი მოთხოვნა გახლავთ, რომ კრამერი გამოცხადეეს პერსონა ნონ-გრატად. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ აქცია გვექნება ამერიკის საელჩოსთანაც 15 სექტემბერს, კვირას 16:00 საათზე“, - განაცხადა ბეჟან გუნავამ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა. კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვის გამოსვლას ითხოვდა,  ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ იყვნენ მიწვეულები. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერი და ინაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics