01:18 - 22 Apr, 2026
|
2015-07-13 12:16:51, 336 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: შსს-ს გაყოფის შემდეგ, სადაც საჭირო იქნება, იქ დავრჩები
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს, უწყების გაყოფის შემდეგ თავად შსს-ში დარჩება თუ უსაფრთხოების სამსახურში გადავა. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, მზადაა იმუშაოს იქ, სადაც საჭირო იქნება. „ამას პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს, სადაც საჭირო იქნება, სადაც მეტყვიან, იქ დავრჩები. თუ შსს-ში იქნება საჭირო, აქ დავრჩები, თუ იქეთ მეტყვიან, იქ წავალ. შეიძლება არსად მოვიაზრებოდე, ესეც ხომ შეიძლება?!“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ცნობისთვის, შსს-ს გაყოფასთან დაკავშირებით საუბარია იმაზე, რომ ვახტანგ გომელაური ან უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გადავა ან შსს-ში დარჩება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)