08:34 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 12:17:42, 3115 ნახვა

სამართალი
2 არასრულწლოვნის განხრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხულიგნური ქვენა გრძნობით, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ს.ბ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს, ქ.თბილისში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ბ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით არასრულწლოვნებს ლ.თ-ს და ა.გ-ს სხეულის სხვადასხვა  არეში  ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად  ლ.თ-ს და ა.გ-ს  გადარჩენა მოხერხდა.

„სამართალდამცველებმა ს.ბ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ს.ბ. დამნაშავედ ცნო 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის  „გ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით  და  სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics