12:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 10:26:11, 2473 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი გაიხსნა

დღეიდან ბათუმის  ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი  ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, ყოფილი პედაგოგიური კოლეჯის შენობაში განთავსდება.

უნივერსიტეტის ახალი კორპუსის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.

„ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არის ასეთი საგანმანათლებლო სივრცე და ასეთი ინფრასტრუქტურა. კულტურა, თითოეული კულტურის მოღვაწე, განსაკუთრებით იმსახურებს ძალიან დიდ ხელშეწყობას ჩვენგან. მე მიხარია, რომ ამ განახლებულ კამპუსში, ამ განახლებულ ინფრასტრუქტურაში ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი დაფასებული პედაგოგი, აკადემიური პერსონალი და სტუდენტი.

როგორც იცით განათლებას ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას, განსაკუთრებულ რესურსს უთმობს და უკვე ძალიან მალე, 3 წელიწადში, ჩვენი ქვეყნის შიდა მთლიანი პროდუქტის 6%-ს, ძალიან დიდ ნაწილს, ანუ ბიუჯეტის 25 %-ს დავხარჯავთ განათლების სექტორზე. განათლებული თაობა და ადამიანები იქნებიან ის ხალხი ვინც შექმნის ხვალინდელ საქართველოს, ვინც დღევანმდელ საქართველოს გახდის." - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სიტვით გამოსვლისას.

ახალი შენობა მორგებულია ხელოვნების უნივერსიტეტის სპეციფიკასა და მოთხოვნებს.   არსებულ ორსართულიან შენობაზე დაშენდა მესამე სართული, მანსარდით, ეზოში აიგო ოთხსართულიანი ახალი კორპუსი. ასევე, დაპროექტდა 100 მაყურებელზე გათვლილი თეატრი, რომლის სახურავზე მოეწყო ტერასა. უნივერსიტეტის ახალ კორპუსს გააჩნია მცირე საკონცერტო, საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები. მოეწყო სააუდიტორიო და სარეპეტიციო სივრცე, სამონტაჟო და ხმის ჩამწერი სტუდიები. ასევე მცირე სცენა.

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში არის ერთადერთი უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ერთდროიულად ისწავლება თეატრი, კინო, მუსიკა და სახვითი ხელოვნება.

უნივერსიტეტში სწავლება ორსაფეხურიანია. ამჟამად უნივერსიტეტის 375 სტუდენტიდან  317 ბაკალავრი  და 58 მაგისტრანტია.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყო 3 500 000 ლარი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics