11:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 17:18:42, 1818 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე „გახარიას წერილზე“: თუ არსებობს ექსპერტიზის შედეგები, ხაზარაძემ სასამართლოში უნდა წარადგინოს

"სახელმწიფოს და მათ ინტერესებში შედის ის, რომ საქმე დროულად ამოიწუროს და კითხვებზე, რომლებიც არსებობს, პასუხები გაეცეს", - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ექსპერტიზამ "სერიოზული შედეგები დადო". 

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ის პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებს, რადგან დასკვნა საგამოძიებო ორგანომ უნდა დადოს. მასივე თქმით, მთავარია, რომ "თიბისი ბანკს" მუშაობაში ხელი არ ეშლება. რაც შეეხება წერილს, თალაკვაძე მიიჩნევს, რომ თუ არსებობს ექსპერტიზის შედეგები, ან დამატებითი მტკიცებულებები, მხარემ უნდა წარადგინოს სასამართლოში.

"რაც მთავარია "თიბისი ბანკი, რომელიც არის ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტი, ფუნქციონირების შეუფერხებლად. ის სარგებლობს იმ კანონმდებლობით და საერთო თამაშის წესებით, რომლითაც სარგებლობენ სხვა კერძო ბანკები საქართველოში. შესაბამისად "თიბისი ბანკის" საქმეს და მომავალს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ბატონ ხაზარაძეს და მის დავას, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს არის გამოძიების საქმე და მოდით მივცეთ საშუალება, რომ მართლმსაჯულების სისტემამ თავის საქმე გააკეთოს. ჩვენს ინეტერესბში შედის, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და კითხვები, რომელიც არსებობს, მალე გაეცეს პასუხი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics