11:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 14:45:50, 2134 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე: გახარიას წერილის პირველი ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დასრულდა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, იმ წერილის ექსპრტიზა, რომელიც, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა, „საკმაოდ სერიოზული შედეგებით“ დასრულდა.

ხაზარაძე იმედოვნებს, რომ ექსპერტიზის შედეგების შემდეგ, პროკურატურა წერილს სერიოზულ ნივთმტკიცებად აღიქვამს და საქმეს ხელახლა აღძრავს. 

„ჩვენმა ადვოკატმა ჩამოიტანა პასუხი - პირველი ექსპერტიზა დამთავრდა საკმაოდ სერიოზული შედეგებით. თუ რა შედეგებით დამთავრდა, ამას ადვოკატები გაამჟღავნებენ და იტყვიან. ასევე, გრძელდება სხვა ტიპის ექსპერტიზა და შესაბამისად, იმედია, რომ პროკურატურაში საქმე აღიძვრება თავიდან, რამეთუ მათ ჰქონდათ საფუძველი ეს საქმე აღეძრათ. თქვენ იცით, რომ თებერვალში მათ არ გააკეთეს ეს, ჩათვალეს, რომ ეს იყო ვიღაცის მიერ დაწერილი სახუმარო წერილი. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სერიოზული წერილია. ის წერილი მიუთითებს, თუ რამდენად მახინჯი და კრიმინალური აზროვნების სტრუქტურებთან და თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე. ჩვენ ამას გამოვავლენთ და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ყველაფერი," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 4 მარტს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ იმ დროინდელი შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო: „წერილი მოწერილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“. თავის მხრივ, გახარიამ ხაზარაძისთვის წერილის მიწერის ფაქტი უარყო: „მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი!“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics