2019-09-09 13:39:40, 1909 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე - დღევანდელი პროკურატურის პირობებში სამართლიანი გამოძიების ჩატარება შეუძლებელია
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე 11 წლის წინ შესრულებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
ხაზარაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი პროკურატურის პირობებში სამართლიანი გამოძიების ჩატარება შეუძლებელია.
„იმედი არ მაქვს, რომ დღევანდელი პროკურატურის პირობებში საერთოდ საქართველოში ნებისმიერი საქმე შეიძლება ობიექტურად იქნეს გამოძიებული. მით უმეტეს, როდესაც ამ ქვეყანაში ტრადიციად იქცა პირადი ადვოკატების მინისტრებად დანიშვნა, ასევე არის გენერალური პროკურორიც. ეს არის ჩვენი ქვეყნის მართვის მახინჯი სისტემა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,