20:01 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 10:27:13, 2734 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, წარმატებით შევასრულოთ ყველა დაპირება და მოსახლეობას შედეგი ძალიან მალე დავანახოთ

 „პირველ რიგში, როგორც ეს იყო ნათქვამი ბატონი გიორგის მიერ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, წარმატებით და დროულად დავასრულოთ ყველა ის პროგრამა, რომელიც დაწყებულია, შევასრულოთ ყველა დაპირება და მოსახლეობას შედეგი ძალიან მალე დავანახოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან კომენტარისას, რომელიც მან საქართველოს პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის.

„ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი, პროფესიონალი, ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული გუნდი და გვყავს ასეთივე ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული პრემიერ-მინისტრი.  ჩვენ ძალიან მალე დავდებთ ხელშესახებ შედეგს მოსახლეობისთვის. რაც შეეხება ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებს, ჩვენი პროგრამის მიხედვით, მთავარი გამოწვევებია სიღარიბის დამარცხება და ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. მეტი სამუშაო ადგილი, მეტი დასაქმება - ეს არის ის, რაც სჭირდება ქართველ ხალხს, განსაკუთრებით რეგიონებში და ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, ასევე გავაგრძელებთ უკვე დაწყებულ პროგრამებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მათ, რომლებიც ორიენტირებულია რეგიონებში დასაქმების, ბიზნესის ხელშეწყობის,  ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

დღეს საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics