11:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 18:34:00, 2294 ნახვა

კომენტარი
ლაშა დარსალია: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტური არალეგიტიმური პროცესია

„აღნიშნული არჩევნები, გარდა იმისა რომ არის უკანონო, მას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, არც იურიდიული, არც პოლიტიკური და არც მორალური“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა და  განცხადებები ამის შესახებ ჯერ კიდევ ე.წ. არჩევნების პირველი ტურის დროს გაკეთდა.

 „ამ არჩევნებს არ აღიარებს  საქართველოს მთავრობა და  საერთაშორისო საზოგადოება. მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამ ტერიტორიების ასიათასობით მკვიდრი მოსახლეობა არის იძულებით გადაადგილებული და დღეს იმყოფება დევნილობაში. აღნიშნული არჩევნების არაკანონიერებასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ ე.წ. პირველი ტურის შემდეგ გაკეთდა განცხადებები. მას არ აღიარებს საქართველო, ასევე  მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება, რაც აისახა შესაბამის განცხადებებსა და გამოხმაურებებში“, - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

მისი შეფასებით ე.წ. არჩევნებს აქვს ერთადერთი მიზანი - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაცია, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

„აღნიშნულ ტეროტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს მხოლოდ ერთი სახელმწიფო, ეს არის რუსეთის ფედერაცია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქ მიმდინარე პროცესებს, რომელთა ერთადერთი მიზანია ოკუპაციის ლეგიტიმაცია და ერთი შეხედვით იმ ატმოსფეროს შექმნა, თითქოს რაიმე სახის პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics