12:39 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 14:11:44, 1899 ნახვა

კომენტარი
კობერიძე გახარიას: თქვენი გამოსვლა დღეს ძალიან მოსაწყენი იყო - კითხვებს გაურბიხართ

„თქვენი გამოსვლა დღეს ძალიან მოსაწყენი იყო. ბევრი ეცადეთ, რომ თითქოს რაღაც აქცენტები გაგეკეთებინათ, მაგრამ გაურბიხართ პასუხებს“, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერობის კანდიდატის გამოსვლაში „სიყალბე და პოპულიზმი იგრძნობოდა“.

„თქვენ კითხვებს გაურბიხართ. მოსამართლეებზე გკითხეს და ბიუროკრატიაზე გადახვედით, ეხლა მაგათ გმირად გინდათ თავი წარმოაჩინოთ, რომ როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი თუ დაგამტკიცებენ, საშუალო ბიუროკრატიის მხედართმთავარი იქნებით. იგრძნობა ეს ყველაფერი, სიყალბეც იგრძნობა საუბარში, რა არის პოპულიზმი ისიც იგრძნობა და მინდა გითხრათ, რომ თქვენი გამოსვლა დღეს ძალიან მოსაწყენი იყო. ბევრი ეცადეთ, რომ თითქოს რაღაც აქცენტები გაგეკეთებინათ, მაგრამ გაურბიხართ პასუხებს, პირველ რიგში კანონებიდან გამომდინარე. თქვენ ჩემს კითხვაზე მიპასუხეთ, რომ აღიარეთ, თქვენი შეცდომების აღიარებისთვის კი არ გამოვაგზავნე მე ის წერილი და თქვენი ბოდიშისთვის, კანონი განმარტავს იმას, რომ თქვენ უნდა უპასუხოთ დეპუტატს. მე არა, დეპუტატის შეკითხვას“, - მიმართა კობერიძემ გიორგი გახარიას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics