|
2019-09-08 10:50:35, 1027 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი: მთავრობის დამტკიცება შეიარაღებული ხალხის გარემოცვით დემოკრატია არ არის - ამას პოლიციური რეჟიმი ჰქვია
„ადამიანებს რომლებსაც აქვთ პრეტენზია, მართონ ქვეყანა, იმის უნარის უნდა ჰქონდეთ, რომ რამოდენიმე აქტივისტის თუნდაც არასასიამოვნო პროტესტი მოისმინონ“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებისთვის საშვის გამოწერა აკრძალული ჰქონდა, რაც მისი შეფასებით, „პოლიციური რეჟიმია და არა დემოკრატია“. „ბოლო ორი დრის განმავლობაში როგორც მოქმედებდა საპოლიციო რეჟიმი პარლამენტში, აბსოლუტურად მიუღებელია. ადამიანებს რომლებსაც აქვთ პრეტენზია, მართონ ქვეყანა, იმის უნარის უნდა ჰქონდეთ, რომ რამოდენიმე აქტივისტის თუნდაც არასასიამოვნო პროტესტი მოისმინონ. ამის მიუხედავად, ორი დღის განმავლობაში აკრძალული მქონდა საშვი გამომეწერა ადამიანების და აქ შემოსულიყვნენ. ამას ჰქვია პოლიციური რეჟიმი. ეს არც დემოკრატიაა და არაფერი არ არის, არც საპარლამენტო ცხოვრებას უხდება და არც არაფერს. მით უმეტეს მთავრობის დამტკიცებას შეიარაღებული ხალხის გარემოცვით. არ შეიძლება ესე. აღარ გააკეთოთ ესეთი რაღაც. საპოლიციო რეჟიმი არ უხდება პარლამენტს. ამას აკეთებდნენ ის ადამიანები, ვინც გგონიათ რომ თქვენი მთავარი ოპონენტები არიან პოლიტიკურ სივრცეში. პარლამენტში შეუძლია შემოვიდეს ყველას და ნუ შეგვზღუდავთ დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებაში. ეს აყენებს კანონის უზენაესობას კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. დეპუტატის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უპასუხა: „ბატონო ლევან, საპოლიციო რეჟიმში თუ სასტვენებს გულისხმობდით, სასტვენების ხმა აქ ჩვენ მოვისმინეთ, თან მშვიდად. რაც შეეხება საშვების საკითხს, შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობით და იმ რეგულაციებით, რომელიც მოქმედებს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება, რომ ასეთი ზომები გამოიყენოს იმ შემთხვევაში, როდესაც ამის საჭიროება არსებობს. ასევე, როგორც კოლეგას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო დემოკრატია, რაზეც თქვენ აპელირებდით, პირველ რიგში არის ის, როც ა საპარლამენტო ოპოზიცია ასრულებს თავის ფუნქციას პარლამენტში, მონაწილეობს სხდომებში და ოპონირებას უწევს ხელისუფლებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)