19:25 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-07 14:56:57, 5377 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ ალავიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ბათუმში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა, სადაც  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100 (მე-10, მე-11, მე-12 კლასი) სკოლის მოსწავლე ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებით  საწყის ცოდნას დაეუფლება. ბანაკის ორგანიზატორების განცხადებით, ეს მოსწავლეებს დაეხმარებათ STEAM მიმართულებით კარიერის არჩევაში.

ბანაკის გახსნის ღონისძიებას დღეს ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

თავის გამოსვლაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსგავსი სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზე მომავალი თაობისთვის. მისი თქმით, ბანაკის ჩატარების მიზანია, მოსწავლეებმა მიიღონ საწყისი ცოდნა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში. ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, ასეთ ღონისძიებებს ექნება რეგულარული ხასიათი, რადგან მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკაა განათლების განსაკუთრებული ხელშეწყობა და სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, 7 დღის განმავლობაში მოსწავლეები იმუშავებენ პროგრამირებაზე, მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიქსზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე, გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპმიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში და ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს. მისივე თქმით, ბანაკში მონაწილეობა უფასოა, მონაწილეები შეირჩევიან STEAM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე. ბანაკში სრულად უზრუნველყოფილია  ტრანსპორტირება, კვება, განთავსება და ბანაკის პროგრამული ნაწილი.

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics