22:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-07 12:48:38, 1787 ნახვა

საზოგადოება
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში ნუშის ბაღი გაშენდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს „თხოთის ველმა“ 10 ჰა-ზე ნუშის ბაღი გააშენა. ბაღი კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მდებარეობს. სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე,  შიდა-ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „თხოთის ველის“ ნუშის ბაღი დაათვალიერა.

ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის  38,298 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 13,440 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 24.850 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში,საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 7,745 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 42,778,460 ლარს შეადგენს. აქედან, შიდა ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 1,973 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics