|
2019-09-06 18:39:03, 1865 ნახვა
კომენტარი
გახარია: ხაზარაძის ადვოკატს ვურჩევ, ექსპერტიზის პასუხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას დაამთხვიოს
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატს ვურჩევ, წერილის ექსპერტიზის შედეგები კენჭისყრას დაამთხვიოს, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის დღევანდელ განცხადებას „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით. „ამ წერილის ექსპერტიზაზე გაგზავნის შემდეგ გავიდა 6 თვე. მამუკა ხაზარაძის ადვოკატს ვურჩევ, რომ ექსპერტიზის პასუხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას დაამთხვიოს. მადლობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა სტივენ ქეიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „მუქარის წერილის“ ექსპერტიზა დასრულებულია და შედეგები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 4 მარტს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ იმ დროინდელი შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო: „წერილი მოწერილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“. თავის მხრივ, გახარიამ ხაზარაძისთვის წერილის მიწერის ფაქტი უარყო: „მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი!“.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)