2019-09-06 17:38:31, 1488 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ამბობს, რომ „ქართული მარშისა“ და ლევან ვასაძის დაჯგუფებების მხრიდან პოლიციაზე ძალადობა არ ახსენდება
„ქართული მარშისა“ და ლევან ვასაძის მხრიდან პოლიციაზე ძალადობის ფაქტი არ მახსენდება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე სერგი კაპანაძის შეკითხვას.
დეპუტატი დაინტერესდა, ახსენდება თუ არა 20 ივნისის გარდა სხვა შემთხვევა, როცა მოქალაქეები პოლიციაზე ძალადობენ, კონკრეტულ მაგალითად კი, სწორედ „ქართული მარშისა“ და ბიზნესმენ ლევან ვასაძის დაჯგუფებების მხრიდან პოლიციაზე ძალადობის ფაქტი გაახსენა.
საპასუხოდ გახარიამ განაცხადა, რომ პოლიციაზე ძალადობის მხოლოდ პანკისის ინციდენტზე ახსენდება.
კაპანაძემ პრემიერობის კანდიდატს კი დამატებით, კორცხელის ინციდენტი და ბიბლიოთეკასთან დაპირისპირება გაახსენა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან