|
2019-09-06 13:52:35, 1446 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება დათრგუნული ისე, როგორც მე ვარ 20 ივნისის ღამის შემდეგ
ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება დათრგუნული შედეგებით ისე, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებთან საპარლამენტო გამოსვლის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, ტყუილი, რომელიც მაკო გომურის პარლამენტთან ყოფნას ეხებოდა, არის განსახიერება თუ როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი საზოგადოებას. „მინდა რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში, ამომრჩევლებს. ის სპექტაკლი, რაც მათ მოაწყვეს, არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფუნდამენტური პრობლემის, რაზეც ნაციონალური მოძრაობა დგას და ეს არის სიცრუე, ჩვეულებრივი ტყუილი. ჩვენ ყველას კარგად გვესმოდა და ველოდით, რომ მსგავსი სპექტაკლი იქნებოდა დღეს აქ, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ მათ ამომრჩევლებსაც და პატივს ვცემთ ინსტიტუტებს. ჩვენ ამიტომ მოვედით აქ და ჩვენი ამოცანაა საუბარი პირველ რიგში მათ ამომრჩევლებთან. ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც მათ გამოიყენეს მაკო გომური, რომლითაც მათ უბრალოდ მოიტყუეს, რომ დღეს ის არის აქ, არის განსახიერება როგორ აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ეს სიცრუე დავასრულოთ. ჩვენი მიზანი არის ის, რომ როდესაც მოდელირებული რეალობით ცდილობს ნაციონალური მოძრაობა დღეს რადიკალიზაციის გაზრდას და რაღაც რევოლუციური განწყობების მოლოდინების შექმნას, რაც უბრალოდ შეუძლებელია. სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ 20 ივნისს, როდესაც ადამიანები გამოთქვამდნენ მშვიდობიან პროტესტს, ზოგიერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მათ მოუწოდა და ისინი ორგანიზებულად შტურმით წაიყვანა სახელმწიფო ინსტიტუტზე. უბედურება და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამის შედეგად ჩვენ გვყავს დაზარალებული როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე პოლიციელები და ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება დათრგუნული შედეგებით ისე, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ. რა თქმა უნდა სიმართლე არის იმაში, რომ ჩვენ გვყავს 2 ადამიანი, რომლებმაც დაკარგეს თვალი. ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამასთან ერთად, სიმართლე არის ის, რომ ჩვენმა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და დაინახოს - სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროს. ჩვენ ჩვენს საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ სიმართლის და პასუხისმგებლიანი ენის საშუალებით და არა იმ სპექტაკლებით, რომლებსაც ვაწყობთ პარლამენტში და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)