07:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 13:32:00, 1173 ნახვა

პოლიტიკა
გახარია ენმ-ს: არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ

 „თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში  ქუჩაში დარჩებით“, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლის დროს.

როგორ გახარიამ აღნიშნა, ენმ-ს პათოსი პასუხისმგებლიანი პოზიციისგან დაცლილია.

„რთულია დღეს ამ ტრიბუნიდან საუბარი, განსაკუთრებით მსგავსი პათოსის შემდეგ, რომელიც აბსოლუტურად ცარიელია პოლიტიკური, პასუხისმგებლიანი პოზიციით. მე ძალიან კარგად მახსენდება რთული წუთები ამ შენობაში, როდესაც ქალბატონი სალომე პირადად მემუქრებოდა იმით „დაგჩათ სულ რაღაც რამოდენიმე წუთი, ახლა აქ ხალხი შემოიჭრება და თქვენი დასასრული დაიწყება“. ზუსტად ასევე, ქალბატონო სალომე, მემუქრება დღეს.

„რაც შეეხება ყველაფერ იმას, რაც აქ ითქვა, ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, ყველაფერი ის რაც აქ ხდება, არის ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდერილებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება და ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ 9 წელი, ამას თქვენ აკეთებთ დღესაც. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში.   გირჩევთ ქალბატონო სალომე, თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics