20:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 10:32:02, 826 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: წელს რთველი წარმატებით ჩაივლის და ბოლო წლებში არსებული დადებითი ტენდენციები შენარჩუნებული იქნება

„წელს, გასული წლების მსგავსად, რთველის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებულად მუშაობს, მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი. ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პროცესში ორგანიზების, მოსავლის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის კუთხით არის ჩართული. საწარმოებში ჩაბარებული ყოველი კილოგრამი ყურძენი აღირიცხება, რაც მიკვლევადობისა და ღვინის ხარისხის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია.

კოორდინირებულად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარების პროცესი, რათა ფერმერებს არ შეექმნათ პრობლემები. რაც შეეხება ყურძნის ფასს, გარკვეული ოპოზიციური ძალების მხრიდან გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. მიუხედავად  ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან, რუსულ ბაზარზე პოტენციური შეფერხებების გამო  შექმნილი უარყოფითი მოლოდინებისა, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ  რქაწითელის ფასი 70 თეთრზე ნაკლები არ იყოს. უნდა აღინიშნოს, რომ  სხვადასხვა მიკროზონაში,  ხარისხის მიხედვით,  ყურძნის ფასი კიდევ უფრო მაღალია.  რაც შეეხება კახურ მწვანეს, ამ შემთხვევაში ფასი 90 თეთრიდან იწყება. საფერავის ჯიშის ყურძნის შემთხვევაში, ფასი მინიმუმ 1.5 -1.7 ლარს,  ხოლო კონკრეტულ მიკროზონებში, ხარისხის შესაბამისად, 1.85 – 2 ლარს შეადგენს.

რთველი სრულად სამეურნეო პროცესია და რთველის კონტექსტში, პოლიტიკური განცხადებები და სპეკულაციები მიუღებელია.  2019 წლის რთველი წარმატებით  ჩაივლის და ბოლო წლებში არსებული დადებითი ტენდენციები შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა   საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტარების კითხვებზე პასუხად.  

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics