2019-09-05 16:55:03, 1155 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა: რევანშისტული ძალების ინსპირირებულმა 20 ივნისის მოვლენებმა, ტურიზმის აღმავალი ტენდენცია შეცვალა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, რევანშისტული ძალების ინსპირირებულმა 20 ივნისის მოვლენებმა ტურიზმის აღმავალი ტენდენცია შეცვალეს.
თურნავა აღნიშნულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.
„2018 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს, 3.2 მილიარდ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით, თითქმის 20%-იანი ზრდა იყო. წელსაც, ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს, მაგრამ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც ინსპირირებული იყო რევანშისტულად განწყობილი, უპასუხისმგებლო ძალების მიერ, რადიკალურად შეცვალეს, პირველ რიგში, ტურიზმის აღმავალი ტენდენცია“, - აღნიშნა თურნავამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან