2019-09-04 18:39:33, 1326 ნახვა
პოლიტიკა
გაერთიანებულმა კომიტეტებმა მიხეილ ბატიაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს მხარი დაუჭირეს
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გაერთიანებულ სხდომაზე განათლების მინისტრობის კანდიდატსა მიხეილ ბატიაშვილსა და ჯანდაცვის მინისტობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს მხარი დაუჭირეს.
კომიტეტების სხდომა ხვალ, 5 სექტემბერსაც გაიმართება, სადაც საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენლები ძალოვან და ეკონომიკის დარგის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.
8 სექტემბერს კი, პარლამენტის პლენარული სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან