14:35 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-11 10:42:49, 548 ნახვა

საზოგადოება
გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის ერთობლივი სასწავლო აქტივობების ციკლი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით ერთობლივი სასწავლო აქტივობების ციკლი დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრები სამივე სისტემის თანამშრომლებისათვის ევროკომისიისგან მიღებული რეკომენდაციების გაცნობას ითვალისწინებს. შეხვედრების ფორმატში, პროკურორები და გამომძიებლები ძირითადად გაეცნობიან სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის, ინტერპოლთან თანამშრომლობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ მექანიზმებს.

დაგეგმილ შეხვედრებში მომხსენებლები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლები. სასწავლო აქტივობა ბათუმში გაიმართა და მიმდინარე თვის ბოლომდე მთელი ქვეყნის მაშსტაბით განხორციელდება.

საგამოძიებო უწყებებს შორის ერთობლივი ტრენინგების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების განხორციელება ხელს უწყობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და უწყებებს შორის კოორდინაციის ზრდას. შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, ანალოგიური ერთობლივი სასწავლო აქტივობების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics