19:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 12:52:38, 825 ნახვა

საზოგადოება
„თიბისიმ“ Apple Pay-ს პრეზენტაცია გამართა

„თიბისიმ“ Apple Pay-ს პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიება სასტუმრო „სტამბაში" გაიმართა, სადაც დამსწრე აუდიტორიას  გადახდის ინოვაციური სერვისის და მისი გამოყენების  შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

საქართველოში ამოქმედებიდან ამ დრომდე Apple Pay-ზე  უკვე თიბისის 15 000-ზე მეტი ბარათი გააქტიურდა.

Apple Pay მობილური გადახდების ინოვაციური სერვისია, რომლით სარგებლობა  iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის მომხმარებლებს შეუძლიათ. Apple Pay მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში გადახდას უფრო სწრაფს, მარტივს, უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.

Apple Pay უკვე ხელმისაწვდომია Apple-ის ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც თიბისი ბანკის ბარათით/ბარათებით სარგებლობს. გადახდების განხორციელება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ Apple-ის მოწყობილობების საშუალებით ყველგან, სადაც ხელმისაწვდომია უკონტაქტო გადახდა ან Apple Pay. Apple Pay-ს ინსტალაცია ძალიან მარტივია და მისი გამოყენებისას თიბისის მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ ყველა იმ სარგებელს, რასაც ისინი მანამდე, თიბისი ბანკის საკრედიტო ან სადებეტო ბარათით სარგებლობისას იღებდნენ.

უსაფრთხოება Apple Pay-ს მთავარი შემადგენელი ნაწილია. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში  და არც სერვერებზე. ამის ნაცვლად,  იქმნება უნიკალური ნომერი Apple-ის მოწყობილობისთვის, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება ამავე მოწყობილობის დაცულ ელემენტზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.

iphone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა უკვე შესაძლებელია მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში, თვითმომსახურების აპარატებსა და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. Apple Pay-ით აპლიკაციებში ან Safari-ში ონლაინ შოპინგისას, გადახდის გრძელი ფორმების შეყვანა საჭირო აღარ არის.  Apple Pay –თ თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი.

„თიბისი ბანკის“ ბარათებით Apple Pay-თ სარგებლობის ინსტრუქცია განთავსებულია მითითებულ ბმულზე: www.tbcapplepay.ge

Apple Pay-ს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.apple.com/apple-pay/

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics