04:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 12:29:42, 1387 ნახვა

პოლიტიკა
სამგორის რაიონის გამგებლად კახა სამხარაძე ინიშნება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატად კახა სამხარაძე წარადგინა.

როგორც თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კახა სამხარაძეს თვითმმართველობაში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს.

„რამდენიმე თვეა, სამგორის რაიონი გამგებლის კანდიდატურის გარეშე იყო. შესაბამისად, მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას და კერძოდ, სამგორის რაიონში მცხოვრებლებს წარვუდგინო მათი ახალი გამგებლობის კანდიდატი - კახა სამხარაძე.  ის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იყო ჯერ შიდა ქართლში, შემდეგ სამცხე-ჯავახეთში და აქვს თვითმმართველობაში მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, იმ პროექტებს, რომელიც ჩვენ სამგორის რაიონში გვაქვს დაგეგმილი, ჩვენთან ერთად ძალიან მაღალ დონეზე შეასრულებს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაიცავს სამგორელების ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა გამგებლობის კანდიდატს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„მინდა, კახა სამხარაძეს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ მის კანდიდატურას საკრებულოში გადავგზავნით დასამტკიცებლად და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც ექნება.  შემდეგ უკვე შევუდგებით საქმიანობის იმისთვის, რომ ყველა იმ პრობლემას, რომელიც სამგორის მოსახლეობას აწუხებს, შევძლოთ და ღირსეულად განხორციელებული პროექტებით, გაკეთებული საქმეებით ვუპასუხოთ. პრობლემები არსებობს და ბევრი შრომა და მუშაობა მოგვიწევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა გამგეობების ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ქალაქის მოსახლეობისთვის აკეთებენ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics