2019-09-04 10:02:14, 1026 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს დავით ზალკალიანს, მიხელ ბატიაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ
პარლამენტი საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას დღეიდან იწყებს.
მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ.
სამი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ბატიაშვილსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკა ტიკარაძეს მოუსმენს.
კომიტეტების სხდომა გაიმართება 5 სექტემბერსაც, სადაც კანონმდებლები ძალოვანი და ასევე ეკონომიკის დარგის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.
8 სექტემბერს კი პარლამენტის პლენარული სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან