2019-09-03 14:04:51, 1710 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი: პოლიციამ პარლამენტიდან ხელის კვრით გამომაგდო
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სამოქალაქო ფორმებში გადაცმული სამართალდამცველები პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციამ ის შესასვლელიდან ხელის კვრით გამოაგდო.
„პოლიციამ ხელის კვრით გამომაგდო პარლამენტის წევრი. არ მაძლევენ უფლებას მივიდე პარლამენტის ჭიშკართან. უფლება მაქვს შევიდე პარლამენტის შენობაში ნებისმიერი შესავლელიდან. პოლიციამ ბლოკირება გაუკეთა ჭიშკარს და არ მიშვებს", - განაცხადა სამადაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,