13:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 13:49:40, 1424 ნახვა

კომენტარი
ჩხეიძე გახარიას წარდგენაზე: ხელისუფლება ასეთ პროცესს უნდა ერიდებოდეს, თუ რაიმე პროვოკაციას თვითონვე არ გეგმავს

„საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ასეთი არასასურველი პირის გაპრემიერება, ვსაუბრობ ბატონ გახარიაზე, მხოლოდ გააღრმავებს წინააღმდეგობასა და პოლარიზაციას ხელისუფლებასა და ხალხს შორის“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა ხელისუფლება მსგავს პროცესს უნდა ერიდებოდეს, თუ თავად არ გეგმავს რაიმე პროვოკაციას.

„თუკი ხელისუფლებას ასეთი განზრახვა აქვს, მისთვისვე დამთავრდება საბედისწეროდ. რატომ იმოკლებს არსებობის დღეებს „ქართული ოცნება“ და რატომ აძლევს სადავეებს ოპოზიციას, ძნელი ასახსნელია, მაგრამ ეს აშკრადა სახიფათო თამაში, საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა და აბუჩად აგდებაა“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

შეგახსენებთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. თავის მხრივ, გახარიამ მედიას სამთავრობო ცვლილებები გააცნო და აღნიშნა, რომ შს მინისტრის პოსტს სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური დაიკავებს,  თავდაცვის მინისტრის პოსტს ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics