10:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 10:52:02, 1930 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარია მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარუდგენს

„დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილებები გააძლიერებს გუნდს და გახდის მას უფრო ეფექტურს, რაც ყველაზე მთავარია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან პარტიის თავმჯდომარე და თანაგუნდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

„ხაზგასმით მინდა მადლობა გადვუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედ მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის. დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე წარვადგენ მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას პარლამენტში და მინდა ასევე გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და გააძლიერებს პოლიტიკურ გუნდს. ლევან იზორია ასევე დაიკავებს მაღალ თანამდებობას ჩვენს გუნდში, ის უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს. ეს არის ცვლილებები, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გააძლიერებს გუნდს და გახდის მას უფრო ეფექტურს, რაც ყველაზე მთავარია. დანარჩენი, რაც შეეხება პროგრამას, შევხვდებით პარლამენტში და ვისაუბრებთ დეტალურად იქ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics