2019-09-03 10:11:54, 2123 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი, ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი, ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები მთავრობას და პოლიტიკურ გუნდს გააძლიერებს.
"მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და გააძლიერებს პოლიტიკურ გუნდს", - განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, გახარიას თქმით, ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან