2019-09-03 10:05:54, 9804 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.
ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში, პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გუნდმა გახარიას სრული მხარდაჭრა გამოუცხადა.
"მე როგორც თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სახით. მივიღე სრული მხარდაჭერა. საზოგადოება კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ რომ მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდეგ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი. მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა და ვფიქრობ, პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან