13:53 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 16:17:00, 1298 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე 20 ივნისის ღამეზე: ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება

"20 ივისის ღამე - ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მე და დარწმუნებული ვარ, გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ჟურნალისტმა მამუკა ბახტაძეს 20 ივნისის ღამეს გაკეთებული განცხადება გაახსენა, როდესაც განაცხადა, რომ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხელწერა არ არის, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. 

"რაც შეეხება ჩემს მაშინდელ სიტყვას აქაც სიტუაცია იყო ძალიან ერთმნიშვნელოვანი. 7 წელია რაც "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ მოახდინა იმის დემონსტრირება თუ რა ღირებულებებით საუბრობს ის საზოგადოებასთან. როდესაც მე ეს სიტყვები ვთქვი, ბუნებრივია განწყობა იყო ერთი და ის ერთი წამითაც არ შეცვლილა არასდროს, მაგრამ ამავე დროს თქვენ ნახეთ ის კადრები თუ როგორ მიმდინარეობს პარლამენტის შტურმი, პოლიცია იმ კორდონს ვეღარ ამაგრებდა და წინააღმდეგობას შტურმს ვერ უწევდა. მათ სამწუხაროდ მოუწიათ სპეციალური საშუალებების გამოყენება. ეს არის დიდი ტკივილი, რომელიც პირადად მე სიცოცხლის ბოლომდე გამყვება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics