17:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 11:58:45, 1054 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში „ფორსაჟის“ ეპიზოდებს ვერტმფრენიდანაც გადაიღებენ

საქართველოში, ჰოლივუდის ცნობილი ფილმის "Fast and Furious 9"-ის მორიგი ეპიზოდების გადაღება, უპილოტო საჰაერო ხომალდების გარდა, ვერტმფრენითაც განხორციელდება.

საჰაერო კინოგადაღება ბელგიური ავიაკომპანია „Heli and Co SA"-ის კუთვნილი EUROCOPTER AS 355N-ის ტიპის ვერტმფრენით განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბელგიურ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების (სატელევიზიო და კინოგადაღების ჩატარება) წარმოების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიანიჭა. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების და სპეციალისტების მიერ, ადგილზე მოხდა სპეციალურად მოწყობილი ასაფრენ-დასაფრენი მოედნის და საფრენი ლოკაციების დათვალიერება. ასევე გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა ტექნიკურ ჯგუფთან და ვერტმფრენის პილოტებთან.

აგვისტოს დასაწყისში, ამავე ფილმის საჰაერო გადაღებებისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი 8 ერთეული უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა და სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის ნებართვა მიენიჭა.

ჰოლივუდური ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) გადაღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" პროგრამის - „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics