03:33 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-31 10:38:54, 2010 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: შეშფოთებულები ვართ ჩორჩანასთან დაძაბულობის ესკალაციის გამო, რომელიც ქართული საგუშაგოს მშენებლობამ გამოიწვია

რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხაებას ავრცელებს. 

განცხადების თანახმად, რუსეთი შეშფოთებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს დე-ფაქტო საზღვართან ვითარების ესკალაციასთან დაკავშირებით, რომელიც ქართული ბლოკ-პოსტის მშენებლობამ გამოიწვია. 

"ეს პროვოკაციული ქმედებები განხორციელდა თბილისის მიერ ცხინვალისთვის არაერთხელ ნათქვამი უარის ფონზე, დაიწყოს მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე. ამ პირობებში, სამხრეთ ოსეთის მხარე იძულებულია, ცალმხრივად შეასრულოს ინჟინერულ აღჭურვასთან დაკავშირებული სამუშაოები, რაც მიმართულია იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და სხვადსახვა ტიპის ინციდენტისს თავიდან ასაცილებლად. ეს არის სამხრეთ ოსეთის სუვერენული უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი. ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისი მიზანმიმართულად ძაბავდა სიტუაციას საზღვარზე პროვოკაციული აქციებით, პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიით, რასაც დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით ახორციელებდა. ეს არ უწყობდა ხელს საზღვართან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას და პირიქით, ძაბავდა სიტუაციას რეგიონში, რამაც არსებულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. მოვუწოდებთ მხარებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში კონსტრუქციული დიალოგი გააგრძელონ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics