14:12 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 17:22:05, 2219 ნახვა

კომენტარი
სუს-ის წარმომადგენელი - პოლიციის საგუშაგოს მოწყობაზე, ჩვენი და საოკუპაციო რეჟიმის პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ქართული მხარისა და საოკუპაციო ძალების პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებული რჩება.

ანთაძის შეფასებით, დღეს გამართულ შეხვედრაზე შეინიშნებოდა, ის რომ მხარეები მზად არიან კონსტრუქციული დიალოგისთვის. მისივე ინფორმაციით, მომავალ კვირას ერგნეთში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. 

"დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეებს კიდევ ერთხელ გავუზიარეთ ჩვენი პოზიციები სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციები რჩება დიამეტრალურად განსხვავებული. თუმცა, შეხვედრაზე შეინიშნებოდა გარკვეული ნიშნები იმისა, რომ არის მზაობა გაგრძელდეს დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში და ამ მიზნით მიღწეულ იქნას შეთანხმება. მომავალ კვირას გაიმართოს კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყველა მონაწილე შევთანხმდით იმ ფუნდამენტურ პრინციპზე, რომ ჩვენი მცვდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შემდგომში გატარდება ყველა ძალისხმევა, რომ შესაძლო გართულებები კონსტრუქციული დიალოგის გზით განიმუხტოს. საგუშაგო აქ დგას. რაც შეეხება შეხვედრის ზუსტ თარიღს ეს დგინდება სამუშაო რეჟიმში მხარეთა შეთანხმებით. ცენტრალური ხელისუფლებისგან გაჟღერდა პოზიცია, რომ წარმოუდგენელია ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე დაემუქროს სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მხრიდან. ამის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა", - განაცხადა ანთაძემ. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics