17:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 16:26:48, 1800 ნახვა

საზოგადოება
სტივენისა და ნიკო ბურის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები  მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 4 855 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი დაიგება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„მიმდინარე წელს საბურთალოს რაიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მათ შორის არის სტივენის ქუჩა, სადაც საგზაო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. მოსახლეობა, რომელსაც გრუნტის გზაზე გადაადგილება უწევდა, პროექტის დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად 342 867 ლარია გამოყოფილი.

სტივენის ქუჩის პარალელურად, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ნიკო ბურის ქუჩაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო, ამჟამად კი, ბორდიურის  მოწყობა მიმდინარეობს.

ნიკო ბურის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი 3 767 კვ.მ ფართობზე დაიგება.

 

 

 

(NS)

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics