14:12 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 18:56:12, 1928 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენ გვჭირდება განათლებული თაობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „სწავლა საზღვარგარეთ" პროგრამის  ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა. 

პროგრამას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის დაფინანსებით, 2014 წლიდან ახორციელებს.

"ჩვენ ასეთ განათლებულ ახალგაზრდებში ვხედავთ ყველაზე დიდ პოტენციალს და მინდა გამოვთქვა სურვილი, გამოვხატო მზადყოფნა მათი მხარდაჭერისა დასაქმების კუთხით. ჩვენი სურვილია, რომ როცა ეს სტუდენტები დაასრულებენ სწავლა-განათლებას საზღვარგარეთ, დაუბრუნდნენ ამ ქალაქს, ამ რეგიონს და მათი წვლილი შეიტანონ საერთო საქმის კეთებაში.

ამოცანა მართლაც ესაა: ჩვენ გვჭირდება განათლებული თაობა. ბევრი სფერო მოითხოვს რეფორმებს, დიდ ცვლილებებს, ხოლო ამ ცვლილებებს განათლებული ადამიანები სჭირდება, ვინც ევროპული და ამერიკული ქვეყნების გამოცდილება იცის", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.

პროგრამა „სწავლა საზღვარგარეთ" ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლებას ითვალისწინებს.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 60 სტუდენტი, მათ შორის 2019 წელს კონკურსის წესით დაფინანსება მოიპოვა 18 აპლიკანტმა.  პროგრამის ბიუჯეტი 2019 წელს 675 000  ლარია.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics