14:12 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 13:24:10, 2183 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე - ზურაბიშვილი არც კი იხილავს ავადმყოფო დეკანოზის საქმეს და პოლიციელის მკვლელს გარეთ უშვებს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების საკითხს ეხმაურება.

გოცირიძის შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილებით პრეზიდენტი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. მისივე განმარტებით, წინააღმდეგ შემთვევაში ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულის შეწყალება ლოგიკას მოკლებულია. 

"საიდან იცოდა საქართველოს პრეზიდენტმა ამ ადამიანის შესახებ?! ვირაცამ ხომ მიაწოდა ინფორმაცია?! ეს არის უაღრესად სკანდალური საქმე, თუმცა მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა კრიმინალი, თანაც პოლიციელის მკვლელი გაათავისუფლა. როგორ შეიძლება არ ეკითხა რას აკეთებდა? ანუ რა არის მისი მოქმედების მოტივი - ან კორუფცია და ვირაცებმა შეაჩეჩეს შეწყალებისთვის ეს ადამიანი, ან ხელისუფლების მიერ ამ ადამიანის მფარველობა სხვადასხვა მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება ყველანაირ ლოგიკას არის მოკლებული. ამავდროულად არც კი იხილავს ავადმყოფო დეკანოზ მამალაძის საქმეს და პარალელურად გარეთ გაუშვა დამნაშავე", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში 22 წლის პოლიციელი მოკლა.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics