2019-08-28 17:52:18, 1562 ნახვა
საზოგადოება
ნიკა გვარამია - „მთავარი არხი“ მაუწყებლობას „იბერიას“ შენობაში დაიწყებს
„მთავარი არხი“ მაუწყებლობას „იბერიას“ შენობაში დაიწყებს, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ისინი „იბერიას“ ტექნიკასაც გამოიყენებენ.
გვარამიას ინფორმაციით, ტელევიზიაში ამ ეტაპზე დასუფთავებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„კონკრეტულ შენობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ზაზა ოქუაშვილი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი. მისი ტექნიკა იქნება ამ ტელევიზიის საკუთრებაში. ბოლომდე ეს ყველაფერი ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ამ მომენტისთვის ასეთი მდგომარეობაა“, - განუცხადა გვარამიამ ტელეკომპანია „იმედს“.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან