|
2015-07-10 13:53:06, 583 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან სოციალურად დაუცველებს ასახლებენ
ლოტკინზე, ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს ასახლებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ ერთ–ერთმა სოციალურად დაუცველმა თამარ ცუცქირიძემ განუცხადა, მათ საცხოვრებელ კორპუსებთან პატრულის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბრძანების საფუძველზე ასახლებენ. „გვეუბნებიან, რომ მინისტრის ბრძანებით გვასახლებენ, თუმცა, ამის დამადასტურებელ დოკუმენტს არ გვაჩვენებენ“, – აღნიშნა თამარ ცუცქირიძემ. ცნობისთვის, ე.წ. მეტრომშენის კორპუსიდან, დაახლოებით 1 თვის წინ რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი გამოსახლეს. კორპუსებიდან იმ პირებს ასახლებენ, ვისაც საცხოვრებელი ბინები დაკანონებული არ აქვთ. შეგახსენებთ, ზღვის უბანში ე.წ. მეტრომშენის კორპუსებში სოციალურად დაუცველი ოჯახები 2006 წლიდან ცხოვრობენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)