15:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 16:54:03, 1342 ნახვა

საზოგადოება
ზაალ მიქელაძემ სამინისტროს საქმიანობის ორი კვარტლის ანგარიში წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს საქმიანობის ორი კვარტლის ანგარიში წარადგინა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პირველი ორი კვარტლის გეგმა 96 %-ით შეასრულდა. გაწეულმა ხარჯმა 8 706 215 ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის ბიუჯეტის საერთო ჯამი კი 20 662 235 ლარით განისაზღვრება. სამინისტრო გეგმის თანახმად აგრძელებს ყველა დაწყებულ პროექტისა და პროგრამის განხორციელებას. ჩვენ წლის ბოლომდე შევასრულებთ მოსახლეობის წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ სიტყვით გამოსვლისას.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამების ფარგლებში იანვარ-ივნისის პერიოდში რეგიონის მოსახლეობას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 43 385 სერვისი მიაწოდა. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას ახორციელებს. კომიტეტის სხდომაზე ასევე მოხსენებით წარსდგა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე. მინისტრის ინფორმაციით აჭარის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის შემოსავლები 105,1 პროცენტით შესრულდა. შემოსავლების გეგმა 128 701 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიური შესრულება 135 269 300 ლარს შეადგენს. აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 102,4 პროცენტით შესრულდა. შემოსულობების გეგმა 134 951,1 ათასი ლარით განისაზღვრა, ფაქტიურმა შესრულებამ კი 138 152 700 ლარი შეადგინა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics