06:20 - 06 Jun, 2026
|
2015-07-10 12:22:59, 1865 ნახვა
კომენტარი
კახი კალაძე: ვერავინ შეძლებს, ჩემსა და პრემიერს შორის დაძაბულობა შექმნას
ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, მასსა და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებას უარყოფს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემსა და პრემიერს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. გარდა იმისა, რომ ის პრემიერია, მე ვიცე–პრემიერი, ჩვენ ვართ მეგობრები, რაც ჩემთვის პრინციპულია. იყო მცდელობები, ინტრიგები, შეიძლება გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, შეიძლება გარე პირებისგან, მაგრამ ვერავინ შეძლებს, ჩემსა და პრემიერს შორის დაძაბული ურთიერთობა ჩამოაგდოს. ჩვენ ვართ ერთი გუნდის წევრები, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ხალხს“, – აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)