12:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 12:04:22, 831 ნახვა

საზოგადოება
მაკა ჩიჩუა ძეგვის თავშესაფარს ესტუმრა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი  წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ ძეგვის თავშესაფარს ესტუმრნენ და სასწავლო ცენტრი მოინახულეს, რომელიც პროექტის „გაძლიერდი და შეცვალე“ ფარგლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, თავშესაფრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს.

“სასწავლო ცენტრი პირველ ლედისთან ერთად დავათვალიერეთ, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარადაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ადამიანები ეუფლებიან სხვადასხვა ხელობას, რომელიც მათ მომავალში დასაქმების პერსპექტივას უქმნის.  ბუნებრივია ასეთ ინიციატივას პრეზიდენტი მხარს უჭერს და მიესალმება სამომავლოდ მის კიდევ უფრო გაფართოებას “, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მაკა ჩიჩუა და გიორგი აბაშიშვილი სასწავლო პროცესს დაესწრნენ და თავშესაფრის მცხოვრებთა მიერ შექმნილი ნივთები დაათვალიერეს. პირველი ლედი გაესაუბრა მოწაფეებს და მოისმინა თუ რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ამ სასწავლო ცენტრს.

„მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული ასეთ პროექტებში, როგორც სახელმწიფო ასევე თითოეული ჩვენგანი. რადგან არიან ადამიანები ვინც საჭიროებს ჩვენს დახმარებას. ეს არის საუკეთესო საშუალება იმ ადამიანების გამოვლენისათვის, ვისაც აქვს უნარი იმუშაოს და თავისი შრომით  არჩინოს ოჯახი.   ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ოცი ადამიანი, რომელიც მომავალში დასაქმდება, ახლა სწავლის პროცესშია და მათ აქვთ ყველა საჭირო ინვენტარი  ტირხრული მინანქრის ხელობის შესასწავლად. იმედი მაქვს მომავალში მსგავსი ტიპის პროექტების განხროციელებას უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს ,“- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ცენტრში მოწაფეები  ჭრა-კერვისა და ტიხრული მინანქრის ხელობას ეუფლებიან. აღნიშნული კურსი ოთხთვიანია და ერთ თვეში დასრულდება. სასწავლო ცენტრი მიზნად ისახავს კურსდამთავრებულთა შემდგომ დასაქმებასაც. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics