2019-08-26 11:51:04, 1569 ნახვა
პოლიტიკა
ედგარს რინკევიჩსი: ლატვია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.
როგორც მინისტრი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ლატვია ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. მან აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონი უწოდა.
„ლატვია არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ეს პროცესი საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და არანაირი სამართლებრივი ეფექტი არ გააჩნია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ სრულ და მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - წერს რინკევიჩსი.
ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებუ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგების თანახმად, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დე-ფაქტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან