14:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-25 14:17:39, 1180 ნახვა

საზოგადოება
დავით ბაქრაძე - გამოცხადება რომ ფაროსანა დამარცხდა არის ძალიან დიდი გადაჭარბება

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო ფაროსანას პრობლემას. ადგილობრივების განცხადებით ფაროსანამ სრულიად გაუნადგურათ თხილის მოსავალი. მათი თქმით არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას მაგრამ უშედეგოდ. 

„რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ბახტაძემ გამოაცხადა, რომ საქართველოში წარმატებით დასრულდა ფაროსანასთან ბრძოლა. მე მინდა მოვუწოდო მას ყურადღება მიაქციონ ოზურგეთის რაიონს. აქ ამ რაიონში ფაროსანასთან ბრძოლა დასრულებული არ არის, აქ ამ რაიონში ფაროსანა ისევე აზარალებს და აზიანებს მოსახლეობის მოსავალს როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში. დიახ, საქართველოს რამდენიმე რაიონში სიტუაცია ფაროსანასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ძალისხმევით და მათთან ერთად მოხერხდა ნაწილობრივ ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ იმის გამოცხადება რომ ფაროსანა დამარცხდა არის ძალიან დიდი გადაჭარბება და ამის მაგალითი არის ოზურგეთის რაიონი. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას ყურადღება მიაქციოს ოზურგეთის რაიონის მოსახლეობას. იმიტომ, რომ დღეს მათი თხილი არის დაზარალებული და დაიანებული ფაროსანასგან და ეს არის მათი ერთადერთი შემოსავალი რომელსაც კარგავენ“ - დავით ბაქრაძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics