|
2015-07-10 11:19:41, 549 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი: სოფელ ახალდაბას საფრთხე არ ემუქრება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თქმით, სოფელ ახალდაბის დაცვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგან მას საფრთხე არ ემუქრება. როგორც აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეწყერსაშიშ ზონაში ახალდაბაში 5, წყნეთში კი, 3 ოჯახია იდენტიფიცირებული. მისივე თქმით, იქ სადაც საფრთხე არსებობდა, განსახლების პროცესი დაწყებული იყო გუშინდელ მეწყერამდეც და ეს პროცესი გრძელდება, ხოლო სადაც საფრთხე არ არის, ადამიანები თავიანთ საცხოვრებელ ადგილას დარჩებიან. „მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, იქ, სადაც საფრთხე არსებობდა, განსახლების პროცესი დაწყებული იყო და ეს პროცესი გრძელდება, ხოლო იქ, სადაც საფრთხე არ არის, ადამიანები თავიანთ საცხოვრებელ ადგილას დარჩებიან. მეწყერი დიდი არ იყო, თუმცა ყველამ ვიცით, იქ იდენტიფიცირებულია ბევრი მეწყერული უბანი და ქანები დასუსტებულია, ამიტომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია მათი ჩამოშლა. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ზომების დაცვით მუშაობა გრძელდება, ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ზარალი ადამიანური თუ მატერიალური, სოფლის დაცვის საკითხი არ დგას დღის წესრიგში, რადგან მას საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა აგულაშვილმა. საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა ეკონომიკური რეფორმის ახალი გეგმა წარადგინა საბერძნეთის მთავრობამ ეკონომიკური რეფორმის ახალი გეგმა შეიმუშავა და ევროზონის ლიდერებს წარუდგინა, რათა კრედიტორების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ევროზონის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა ახალი ეკონომიკური რეფორმის გეგმის წარდგენა, დაწესებული ვადის გასვლამდე ორი საათით ადრე წარადგინა. ბერძნული მედიის ცნობით, აღნიშნული გეგმა მოიცავს გადასახადების გაზრდას, საპენსიო რეფორმებს, პრივატიზაციასა და ხარჯის შემცირებას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)