|
2019-08-23 14:15:14, 2316 ნახვა
კომენტარი
ჩიხრაძე: ხელისუფლებამ მოარღვია ჩვენი საგარეო ფრონტი და რუსული აგრესიის წინააღმდეგ შიშველი ხელებით აღმოვჩნდით
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სრულიად მოარღვია ჩვენი საგარეო ფრონტი და, მათივე არჩევანით, რუსული უკონტროლო აგრესიის წინააღმდეგ შიშველი ხელებით აღმოვჩნდით - ასე აფასებს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ხელისუფლების ქმედებებს გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის მიმართ. ჩიხრაძე აღნიშნავს, რომ ახლა პრემიერ-მინისტრის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს და ამ პროცესის საწინააღმდეგო რეალური ნაბიჯები წლების განმავლობაში უნდა გადადგმულიყო. „დიდი მნიშვნელობა არცა აქვს დღეს მამუკა ბახტაძე რას განაცხადებს. ბევრი რამ ადრე უნდა გაკეთებულიყო და განეცხადებინათ, მაგრამ ეს არ გაკეთებულა. ყველამ ვიცით, რომ ძალიან მალე, მამუკა ბახტაძე აღარ იქნება პრემიერ-მინისტრის პოსტზე და დღეს ამ განცხადებებს, მითუმეტეს არა აქვს არანაირი მნიშვნელობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სრულიად მოარღვია ჩვენი საგარეო ფრონტი. სამწუხაროდ, მათივე არჩევანით ჩვენ აღმოვჩნდით, პრაქტიკულად, რუსული უკონტროლო აგრესიის წინააღმდეგ პირისპირ, შიშველი ხელებით და მაინცდამაინც ბევრი მექანიზმი არა გვაქვს რეაგირებისათვის. ის რომ საზღვრისპირა რეგიონში ჩვენს მოსახლეობას განსაკუთრებული პირობები უნდა შექმნოდათ, რომ ბორდერიზაციის შემთხვევაში ეს ოჯახები დაქცეული კი არ იყოს, არამედ მათ ჰქონდეთ მყარი საფუძველი იმისა, რომ ეს ტერიტორიაც შეინარჩუნონ, გამყოფი ზოლიც ემსახურებოდეს იმ ამბავს, რომ ზოლს იქით მყოფ მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ ბევრად უკეთესად ცხოვრობს ზოლს აქეთ მყოფი მოსახლეობა. ჩვენ ეს პირობები ამდენი წლის განმავლობაში უნდა შეგვექმნა“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ TV პირველთან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)