|
2015-07-10 11:24:51, 660 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ლატვიის პოლიციის დანაყოფებს ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ვიცე-პოლკოვნიკი პაატა ჩოფიკაშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ზურიკო ურუმაშვილი და მაიორი შოთა მარდალეიშვილი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ლატვიელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ქ. რიგაში იმყოფებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიციისა და რიგის რეგიონული პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, გაეცნენ მათ მუშაობას და გამოცდილებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში. ასევე, დაათვალიერეს ლატვიელი კოლეგების თანამედროვე აღჭურვილობა და ტექნიკა. სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ლატვიის სახელმწიფო პოლიციის დროებითი დაკავების ცენტრი და გაცნობოდნენ მათ საქმიანობას. „ლატვიის რესპუბლიკის პოლიციურმა დანაყოფებმა წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვეს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში, შესაბამისად, მათი საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა და გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისათვის. ლატვიელ კოლეგებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)