01:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 11:02:15, 572 ნახვა

პოლიტიკა
ხორვატიის ფორუმის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი შეხვედრებს მართავს

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი „ხორვატიის ფორუმი 2015“- მონაწილეობს, რომელიც 9-11 ივლისს ხორავტიის ქალაქ დუბროვნიკში იმართება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ყოველწლიური ფორუმი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

ხორვატიის ფორუმი ქვეყნის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ კატაროვიჩიცმა გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ასევე ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა,  საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკომისიის ვიცე-პეზიდენტმა ენერგეტიკის საკითხებში მაროს სეფოვიჩმა.

ხორვატიის ფორუმი 2015-ის  მთავარი თემა გლობალური განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხები იყო.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს მონაწილეობას, ხაზი გაესვა რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ენერგოწყაროების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველოს როლის მნიშვნელობას. 

კონფერენციის გახსნის დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კენტარო სონოუარასს.

მიმდინარე წლის 10 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში “საგარეო, უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკა: ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics