|
2015-07-10 09:41:45, 594 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადური უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ეტაპის ფარგლებში, დამოუკიდებელი სასამართლოს ფინანსური მხარდაჭერისა და სასამართლო სისტემაში საგადასახადო და ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ უზენაეს სასამართლოში გამართული შეხვედრის დროს. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღინიშნა, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და სტაბილურობისთვის, ხარისხიანი და დროული გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მნიშვნელოვანია, მოწესრიგდეს სასამართლო სისტემის ფინანსური მხარდაჭერის საკითხები, რაც გულისხმობს, როგორც მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე მოსამართლეთა კომპენსაციების, კერძოდ, მათი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებას. ფინანსთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აღნიშნული რეფორმის და ფინანსურად დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას. ამავე დროს, მან ისაუბრა ფინანსთა სამინისტროში დავების სისტემის, ხოლო სასამართლოში საგადასახადო და ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივების აუცილებლობაზე, რაც ბიზნესის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე მიმართულებით უზენაეს სასამართლოსა და ფინანსთა სამინისტროს შორის გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა ერთის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა უზრუნველყოფილი იყოს ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო მეორეს მხრივ, საგადასახადო დავების განხილვის პროცედურები როგორც ფინანსთა სამინისტროს ისე სასამართლო სისტემებში იყოს უფრო მოქნილი და გამარტივებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)