2019-08-19 18:52:34, 1303 ნახვა
პოლიტიკა
კონსტანტინიდი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულების დაბრუნება დროულად მოხდეს
„24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ყველა აქტორთან, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულების დაბრუნება დროულად მოხდეს.
„ყველა არსებული ბერკეტი გვაქვს აქტიურად ამოქმედებული და 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ყველა აქტორთან, ვისაც შეიძლება გავლენები ჰქონდეს ამ პროცესზე, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე იქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმ მიმართულებით, იმ მექანიზმების და ბერკეტების გამოყენებით, რაც ჩვენს ხელთ არის“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან