17:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-19 16:42:52, 1759 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: ექსპორტის ზრდა ეკონომიკური განვითარების მიმართ პოზიტიურ მოლოდინს ამყარებს

„ექსპორტის ზრდა კიდევ ერთი დასტურია, რომ ფუნდამენტური ფაქტორები დადებითად ვითარდება, რაც კიდევ უფრო ამყარებს პოზიტიურ მოლოდინებს ეკონომიკური განვითარების მიმართ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკული მაჩვენებლის კომენტირებისას.

„საქსტატის" თანახმად, 2019 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი მნიშვნელოვნად  17.5 პროცენტით გაიზარდა და  მისმა მოცულობამ 326.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.  ივლისში იმპორტი 4.4 პროცენტით შემცირდა და 762.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, ივლისში სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად  83.5 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 435.3 მლნ. აშშ. დოლარი  შეადგინა.  სავაჭრო დეფიციტი, წინა წლის ივლისთან შედარებით, 8,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მან საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტი შეადგინა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით, თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები კი ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics